• ყველა სტატია
  • პროექტები
  Shota Rustaveli National Science Foundation (SRNSF) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი www.rustaveli.org.ge  
ჰორიზონტი 2020 მარია-სკლადოვსკაია კიურის კვლევისა და ინოვაციის გაცვლითი გრანტი
უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი (უსტც) Science and Technology Center in Ukraine (STCU) www.stcu.int
დახურული ბირთვული ცენტრების პროგრამა Closed Nuclear Centres Programme (CNCP)
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი ორი მკაცრად გასაიდუმლოებული ინსტიტუტის (“A“ და ”Г”) სახით დაარსდა 1945 წელს.  ინსტიტუტი ყალიბდებოდა გამოჩენილ გერმანელ მეცნიერთა მონაწილეობით. ინსტიტუტის საქმიანობის სფერო მოიცავდა, როგორც ბირთვული და თერმობირთვული და კორპუსკულურ-სხივური  იარაღის შექმნის ტექნოლოგიებს, ასევე სამეცნიერო კვლევებს პლაზმისა და მყარი სხეულების ფიზიკაში, არატრადიციულ ენერგეტიკაში, ფიზიკურ ელექტრონიკაში და სხვა დარგებში სსრკ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ფარგლებში.
1991-2005 წლებში ინსტიტუტი იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის დაქვემდებარებაში.
2006 წელს ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. სფტი-ში განხორციელდა ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებების ჩამოყალიბება და შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების შექმნა, გაფართოვდა ინსტიტუტის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებსა და პროექტებში.

  2025 წლის 15-17 ოქტომბერს სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ისნტიტუტი მართავს  საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - "თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები" . 

კონფერენციის მიზანია თანამედროვე მასალების, ტექნოლოგიებისა და უახლესი კვლევების დარგში აღიარებული სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერებისა და მკვლევარების შეხვედრის ორგანიზება; სასარგებლო გამოცდილებისა და იდეების ურთიერთგაზიარება, თანამედროვე პრობლემების ანალიზი და ახალი შედეგების განხილვა, საქართველოს მასალათმცოდნეობის და ხელსაწყოთმშენებლობის პოტენციალის წარმოჩენა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების ინტეგრაცია საერთაშორისო პროექტებში. მრავალფეროვანი და მულტიდისციპლინური აუდიტორიის მოზიდვა, დინამიური და თანამშრომლობითი გარემოს შექმნა და  ინოვაციური იდეების ურთიერთგაცვლა გააღრმავებს საპარტნიორო ურთიერთობებს თანამედროვე მასალებისა და ტექნოლოგიების დარგში.
კონფერენციას ორგანიზებას უწევენ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი და მოლდოვას ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული ინჟინერიისა და ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტი, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებას მრავალ სამეცნიერო დისციპლინაში.
სიახლეები
2025 წლის 15-17 ოქტომბერს სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ისნტიტუტი მართავს  საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - "თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები"
გილოცავთ ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღეს.  გისურვებთ წინსვლასა და  წარმატებულ სამეცნიერო მოღვაწეობას.
გამოვლინდა  მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოსა (NARD) და  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის 2024 წლის გამარჯვებული პროექტები. კონკურსის შედეგები იხილეთ ბმულზე. 
ფონდი აცხადებს 2024 წლის თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს.

საკონტაქტო ინფორმაცია

მინდელის ქ.7, თბილისი,0186, საქართველო
+(995 32) 2320960
+(995 32) 2320961