სსიპ სოხუმის ილია ვეკუას
ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი ორი მკაცრად გასაიდუმლოებული ინსტიტუტის
(“A“ და ”Г”) სახით დაარსდა 1945 წელს. ინსტიტუტი ყალიბდებოდა
გამოჩენილ გერმანელ მეცნიერთა მონაწილეობით. ინსტიტუტის საქმიანობის
სფერო მოიცავდა, როგორც ბირთვული და თერმობირთვული და
კორპუსკულურ-სხივური იარაღის შექმნის ტექნოლოგიებს, ასევე
სამეცნიერო კვლევებს პლაზმისა და მყარი სხეულების ფიზიკაში,
არატრადიციულ ენერგეტიკაში, ფიზიკურ ელექტრონიკაში და სხვა დარგებში
სსრკ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ფარგლებში.
1991-2005 წლებში ინსტიტუტი
იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო
კომიტეტის დაქვემდებარებაში.
2006 წელს ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სტატუსი. სფტი-ში განხორციელდა ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური
მიმართულებების ჩამოყალიბება და შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული
ერთეულების შექმნა, გაფართოვდა ინსტიტუტის მონაწილეობა საერთაშორისო
სამეცნიერო კვლევებსა და პროექტებში.
გარდაიცვალა საინჟინრო
ფიზიკისა და ტექნოლოგიების მეცნიერების ცნობილი ორგანიზატორი - სსიპ
სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი,
საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, აკადემიური დოქტორი -
გურამ ბოკუჩავა.
2024 წლის 12 ივლისს სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში
დაარსდა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. კლუბის თავმჯდომარედ არჩეული
იქნა ინსტიტუტის ახალგაზრდა თანამშრომელი დონი მიმინოშვილი. კლუბის
მიზანია მეცნიერების პოპულარიზება და ახალგაზრდებში მეცნიერული
საქმიანობის წახალისება და მხარდაჭერა.
2024 წლის 5 ივლისს სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში
გაიმართა სამეცნიერო სემინარი თემაზე: დაბალი გაზოსტატიკური წნევების
ზეგავლენა Tl-ფუძიან ზეგამტარების ფაზის ფორმირებაზე და
თვისებებზე. მომხსენებელი:
კრიოგენული ტექნიკისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის მთავარი
მეცნიერ-თანამშრომელი: იოსებ მეცხვარიშვილი.
2024 წლის 2 ივლისს სოხუმის ილია ვეკუას
ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში გაიმართა ნახევარგამტარული და რადიაციული
ტექნოლოგიების ლაბორატორიის სამეცნიერო
სემინარი.
2024 წლის 1 ივლისს სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში
გაიმართა სამეცნიერო სემინარი თემაზე: რადიაციის გავლენა n- და
p-ტიპის SiGe ფუძეშრეების ელექტროფიზიკურ თვისებებზე ი.წ.
დეტექტორებში გამოსაყენებლად. მომხსენებელი: ნახევარგამტარული
მასალათმცოდნეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი
მეცნიერ-თანამშრომელი: ია ყურაშვილი.