განცხადება მთავარ მეცნიერ თანამშრომელთა ატესტაციის შესახებ

ინსტიტუტის დირექტორი, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტა“-ს გენერალური დირექტორის №23 (18.02.2016) ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის წესდების“ შესაბამისად, გამოსცემს ბრძანებას ატესტაციის ჩატარების შესახებ.
მთავარ მეცნიერ თანამშრომელთა ატესტაცია ტარდება თანამდებობის დაკავებიდან 5 წელიწადში ერთხელ, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 107 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

დებულება (დანართი 1)

ატესტაცია დაქვემდებარებულ მთავარ მეცნიერ თანამშრომელთა სია (დანართი 2)

 

15.11.2024