თავდაცვის სამინისტროსა და "დელტას" ხელმძღვანელობის ვიზიტი სფტი-ში
გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა- ტექნიკის ინსტიტუტს სტუმრად ეწვივნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი სერგო ჯანელიძე და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორი ბატონი იოსებ ლოლაძე.
საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის სამეცნიერო ლაბორატორიები და განყოფილებები, გაეცნენ ინსტიტუტში არსებულ სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზასა და ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ სხვადასხვა სამეცნიერო პროექტის ფარგლებში შექმნილ მასალებსა და მოწყობილობებს.
შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ინსტიტუტის სტუმრებსა და კოლექტივს შორის. ინსტიტუტის დირექტორმა ქალბატონმა ეკატერინე სანაიამ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია ინსტიტუტის შექმნის ისტორიის, განხორციელებული და ამჟამად მოქმედი სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულებებისა და პროექტების შესახებ.
სტუმრებმა ინსტიტუტის კოლექტივს აღუთქვეს სრული მხარდაჭერა და ხელშეწყობა აქტუალური სამეცნიერო და ტექნოლოგიური ამოცანების გადაწყვეტასა და შედეგების პრაქტიკულ რეალიზაციაში.
24.05.2024