„დელტას“ გენერალური დირექტორის ზურაბ აზარაშვილის ვიზიტი სფტი-ში
ა.წ.  2 ივლისს ინსტიტუტში იმყოფებოდნენ სსიპ სსსტც „დელტას“ გენერალური დირექტორი ზურაბ აზარაშვილი, დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი გეგეჭკორი და მოადგილე ნიკა ქიზიყურაშვილი, რომლებიც გაეცნენ ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ საქმიანობას, დაათვალიერეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კვლევითი ლაბორატორიულ-ექსპერიმენტული ინფრასტრუქტურა. ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან განიხილეს სპეციალური დანიშნულების მიმდინარე პროექტები და ახალი საპროექტო წინადადებები. 
03.07.2020