მიიღეთ მონაწილეობა NCP_WIDERA.NET-ის ონლაინ საშუამავლო
ღონისძიებასა და საინფორმაციო დღეზე!
ევროპული კვლევების სივრცისა და Horizon Europe-ის WIDERA
მიმართულების ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელი (NCP_WIDERA.NET) გიწვევთ ERA Knowledge Day & Brokerage Event
2027-ზე.
თარიღი: 16 დეკემბერი, 2026
ფორმატი: ონლაინ
ღონისძიება ეძღვნება WIDERA-ს 2026–2027 წლების სამუშაო პროგრამით გათვალისწინებულ ERA 2027-ის კონკურსებს. ევროკომისიის საინფორმაციო დღე კი წარადგენს WIDERA - Destination 3-ის - Reforming and enhancing the European research and innovation system - 2027 წლის კონკურსებს.
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
• წინასწარ დაგეგმილი ორმხრივი (B2B) ონლაინ შეხვედრები
საერთაშორისო მონაწილეებთან;
• შესაძლებლობა, გაწევრიანდეთ საგრანტო განაცხადის მომზადებაში
ან იპოვოთ პარტნიორები თქვენი პროექტის იდეისთვის;
• ევროკომისიის საინფორმაციო დღეზე დეტალურად გაეცნობით 2027
წლის კონკურსების პირობებსა და პრიორიტეტებს.
ვისთვის არის განკუთვნილი?
• უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებებისთვის;
• კვლევის მენეჯერებისა და ადმინისტრატორებისთვის;
• ინდუსტრიის, მცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs), სტარტაპებისა
და ინოვაციების ჰაბებისთვის;
• სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორისთვის;
მონაწილეობა უფასოა, თუმცა რეგისტრაცია სავალდებულოა.
დარეგისტრირდით და შექმენით თქვენი პროფილი ბმულზე: https://www.b2match.com/e/horizon-widera2027

