"ჰორიზონტი ევროპა“ - საპროექტო განაცხადის წერის ტრენინგი

ჰორიზონტი ევროპა“ -  საპროექტო განაცხადის წერის ტრენინგი
2026 წლის 12, 13 და 15 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება „ჰორიზონტი ევროპა“-ს საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული საპროექტო განაცხადის წერის ტრენინგი, ევროკომისიის Global Service Facility-ის მხარდაჭერით.
სამდღიანი პრაქტიკული ტრენინგი ფოკუსირებული იქნება ევროკავშირის უმსხვილესი საგრანტო ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“-ს მეორე სვეტის (Pillar II) ფარგლებში თანამშრომლობით კვლევით და ინოვაციურ კონკურსებზე. პროგრამა ასევე მოიცავს მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობებს (MSCA), მონაწილეობის გაფართოების (Widening) მიმართულებასა და ევროპის ინოვაციების საბჭოს (EIC) შესაძლებლობებს.
ტრენინგის ძირითადი თემებია:
- კონკურსის პირობების გაანალიზება და საპროექტო იდეის განვითარება;
- საერთაშორისო კონსორციუმის ჩამოყალიბება და პარტნიორების მოძიება;
- საპროექტო განაცხადის ძირითადი ნაწილების - Excellence, Impact და Implementation -  მომზადება;
- სამუშაო გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავება;
- პრაქტიკული ჯგუფური მუშაობა და ექსპერტების უკუკავშირი.
ტრენინგს გაუძღვებიან ევროკომისიის Global Service Facility-ის ექსპერტები Matthias Wurch (DLR) და Kristel Toom (Civitta).
ღონისძიება განკუთვნილია როგორც გამოცდილი და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ისე კვლევებისა და ინოვაციების მხარდამჭერი პერსონალისა და ეროვნული საკონტაქტო პირებისთვის (NCPs).
სამუშაო ენა: ინგლისური.
შერჩევის წესი: მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეები შეირჩევიან რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ. რეგისტრაცია ავტომატურად არ ნიშნავს მონაწილეობის დადასტურებას.
მისამართი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, III საკონფერენციო დარბაზი.
https://registration.dlr-pt.de/en/proposal-writing-camp-georgia/registration?fbclid=IwY2xjawUV-QVwZG9mAWV4dG4DYWVtAjEwAGJyaWQRMXBPaHR6aVZhbjZvQlEzZFpzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEepPKjKM7aIZ7iC7PFtrqghzIBQX3RaqzD2Wl2FBeTulZr4PVi1pQbidmnapM_aem_PVkWsBnor6lKEp6946eViA
15.09.2026