ინფორმაცია ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ (განთავსებულია 30.10. 2023წ)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები სსიპ ილია ვეკუას სოხუმის ფიზიკატექნიკის ინსტიტუტის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

 ინსტიტუტის დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი:
1. რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
2. მინიჭებული აქვს აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი საბუნებისმეტყველო რომელიმე დარგში
3. სასურველია სამეცნიერო-სასწავლო ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
4. აქვს ფიზიკის დარგში სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება (თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება რადიოფიზიკური და ელექტრონული სისტემების მოდელირების, ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის, ნახევარგამტარული, ზეგამტარული, რადიაციული და ქიმიური ტექნოლოგიების, კრიოგენული ტექნიკისა და ტექნოლოგიების, არატრადიციული ენერგეტიკის მიმართულებებით მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს)
5. სრულყოფილად ფლობს სახელმწიფო და ერთ-ერთ უცხო ენას (პრიორიტეტულია ინგლისური ენა).


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
3. სამეცნიერო აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
4. პროფესიული ავტობიოგრაფია (CV), რომელიც უნდა მოიცავდეს: გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების, პატენტების, საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში და ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალს;
5. უცხოეთში სტაჟირების/განათლების და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)


დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად ინსტიტუტის ოფიციალურ ელფოსტაზე: sipt@sipt.org და ნაბეჭდი სახით წარმოდგენილ იქნას სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საკონკურსო კომისიის სამდივნოში მისამართზე: ე. მინდელის ქ. #7, მე-6 სართული, ოთახი 629 საკონტაქტო პირები: ავთანდილ სიჭინავა- ნახევარგამტარული და რადიაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს მდივანი, ხათუნა ლომიძე -იურისტი/ადამიანური რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტი, ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის მდივანი. დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 30 ოქტომბერს 14 საათიდან -2023 წლის 03 ნოემბერს 18:00 საათამდე.
კონკურსი გაიმართება 2023 წლის 6 ნოემბერს. 

იხ. განცხადების ფორმა
02.11.2023