2024 წლის 2
ივლისს სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში გაიმართა
ნახევარგამტარული და რადიაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიის
სამეცნიერო სემინარი. სემინარზე წარმოდგენილი იქნა
მოხსენებები:
1) მაიონიზებელი გამოსხივების ნახევარგამტარული
დეტექტორების შექმნა. მომხსენებელი: ლაბორატორიის ხელმძღვანელი,
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი:ავთანდილ სიჭინავა
2) სილიციუმის ზედაპირის რასტრული
ელექტრონულ-მიკროსკოპული ანალიზის ზოგიერთი შედეგი და მეთოდის
შესაძლებლობები. მომხსენებელი: ლაბორატორიის მთავარი
მეცნიერ-თანამშრომელი: დავით ჯიშიაშვილი
3) ელექტრონული მოწყობილობები ნახევარგამტარული
სენსორების დამზადებისა და ექსპრეს ანალიზისთვის. მომხსენებელი:
ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი:აბესალომ
იაშვილი
4) 10B იზოტოპით გამდიდრებული
მინაწარმომქმნელი დიფუზანტების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება.
მომხსენებელი: უფროსი ლაბორანტი: დონი
მიმინოშვილი.