
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას
ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი ორი მკაცრად გასაიდუმლოებული ინსტიტუტის
(“A“ და ”Г”) სახით დაარსდა 1945 წელს. ინსტიტუტი ყალიბდებოდა
გამოჩენილ გერმანელ მეცნიერთა მონაწილეობით. ინსტიტუტის საქმიანობის
სფერო მოიცავდა, როგორც ბირთვული და თერმობირთვული და
კორპუსკულურ-სხივური იარაღის შექმნის ტექნოლოგიებს, ასევე
სამეცნიერო კვლევებს პლაზმისა და მყარი სხეულების ფიზიკაში,
არატრადიციულ ენერგეტიკაში, ფიზიკურ ელექტრონიკაში და სხვა დარგებში
სსრკ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ფარგლებში.
1991-2005 წლებში ინსტიტუტი
იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო
კომიტეტის დაქვემდებარებაში.
2006 წელს ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სტატუსი. სფტი-ში განხორციელდა ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური
მიმართულებების ჩამოყალიბება და შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული
ერთეულების შექმნა, გაფართოვდა ინსტიტუტის მონაწილეობა საერთაშორისო
სამეცნიერო კვლევებსა და პროექტებში.ამჟამად ინსტიტუტის კომპეტენცია
მოიცავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების აქტუალური პრობლემების ფართო
სპექტრს:
• ბირთვული ფიზიკა, რადიაციული
მასალათმცოდნეობა და ტექნოლოგიები;
• მყარი სხეულების ფიზიკა,
ნახევარგამტარებისა და ზეგამტარების ფიზიკა;
•ნახევარგამტარული, თერმოელექტრული
და ოპტოელექტრონული ხელსაწყოთმშენებლობა;
•კვანტური რადიოფიზიკა, ლაზერული,
ელექტრული და ელექტრონული სისტემები;
•კრიოგენული ტექნიკა და
ტექნოლოგიები, ნანომასალები და ნანოტექნოლოგიები;
• ქიმიური ტექნოლოგიები ახალი
პოლიმერული კომპოზიტებისა და კერამიკული მასალების მისაღებად (მათ
შორის ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე);
•ეკოლოგიური უსაფრთხოების
პრობლემები, მათ შორის რადიოაქტიური დაბინძურების კვლევის
მონიტორინგის და დაბინძურების გაუვრცელებლობის და შემცირების
მეთოდები;
•საექსპერტო სამუშაოები.
ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები: