პროექტი "მეცნიერება კაპიტანია"
მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროკავშირის პროგრამის ‘Horizon 2020’ მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ განხორციელებას იწყებს.
 პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მწერალთა სახლი, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები.დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.captain2020.ge/
პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 27 ნოემბერს გამართავს ვირტუალურ სამეცნიერო ბაზრობას. სამეცნიერო ბაზრობაზე უმაღლეს სასწავლებლებში არსებული კვლევითი ინსტიტუტები წარმოადგენენ ვიდეო რგოლებს, რომლებშიც ასახული იქნება მიმდინარე კვლევითი აქტივობები.

   
28.11.2020