ჰორიზონტი ევროპა“ - საპროექტო განაცხადის წერის ტრენინგი
2026 წლის 12, 13 და 15 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება „ჰორიზონტი ევროპა“-ს საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული საპროექტო განაცხადის წერის ტრენინგი, ევროკომისიის Global Service Facility-ის მხარდაჭერით.
სამდღიანი პრაქტიკული ტრენინგი
ფოკუსირებული იქნება ევროკავშირის უმსხვილესი საგრანტო ჩარჩო
პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“-ს მეორე სვეტის (Pillar II) ფარგლებში
თანამშრომლობით კვლევით და ინოვაციურ კონკურსებზე. პროგრამა ასევე
მოიცავს მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობებს (MSCA), მონაწილეობის
გაფართოების (Widening) მიმართულებასა და ევროპის ინოვაციების საბჭოს
(EIC) შესაძლებლობებს.
ტრენინგის ძირითადი თემებია:
- კონკურსის პირობების გაანალიზება და
საპროექტო იდეის განვითარება;
- საერთაშორისო კონსორციუმის
ჩამოყალიბება და პარტნიორების მოძიება;
- საპროექტო განაცხადის ძირითადი
ნაწილების - Excellence, Impact და Implementation -
მომზადება;
- სამუშაო გეგმისა და ბიუჯეტის
შემუშავება;
- პრაქტიკული ჯგუფური მუშაობა და
ექსპერტების უკუკავშირი.
ტრენინგს გაუძღვებიან ევროკომისიის
Global Service Facility-ის ექსპერტები Matthias Wurch (DLR) და
Kristel Toom (Civitta).
ღონისძიება განკუთვნილია როგორც
გამოცდილი და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ისე კვლევებისა და
ინოვაციების მხარდამჭერი პერსონალისა და ეროვნული საკონტაქტო
პირებისთვის (NCPs).
სამუშაო ენა: ინგლისური.
შერჩევის წესი: მონაწილეთა რაოდენობა
შეზღუდულია. მონაწილეები შეირჩევიან რეგისტრაციის ვადის ამოწურვის
შემდეგ. რეგისტრაცია ავტომატურად არ ნიშნავს მონაწილეობის
დადასტურებას.
მისამართი: თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, ადმინისტრაციული
კორპუსი, მეორე სართული, III საკონფერენციო დარბაზი.

