2025 წლის 15-17 ოქტომბერს ქ. თბილისში გაიმართა
სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის 80 წლის იუბილესადმი
მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე
მასალები და ტექნოლოგიები“. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა
ახალი მასალების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უახლესი სამეცნიერო
კვლევების სფეროში აღიარებული საერთაშორისო ინსტიტუციების
წარმომადგენელთა შეხვედრის ორგანიზება. ღონისძიება მოიცავდა
გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე პრობლემების ანალიზს, ახალი
კვლევითი შედეგების განხილვას, საქართველოს მასალათმცოდნეობისა და
ხელსაწყოთმშენებლობის პოტენციალის წარმოჩენას, ასევე მეცნიერებისა და
ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების ინტეგრაციას საერთაშორისო
პროექტებში.
კონფერენცია მოიცავდა მოწინავე მასალებსა და ტექნოლოგიებთან
დაკავშირებული თემების ფართო სპექტრს:
-თანამედროვე ნახევარგამტარი მასალები:
ტექნოლოგია, კვლევა;
-ფოტოელექტრული და თერმოელექტრული
ხელსაწყოები;
- ნანომასალები: ტექნოლოგია, კვლევა;
-მაიონიზებელი გამოსხივების დეტექტორები;
-კრიოგენული ტექნიკა და ზეგამტარი მასალები:
ტექნოლოგია, კვლევა;
- თანამედროვე პოლიმერული და მეტალოკერამიკული
კომპოზიციური მასალები;
-მრავალფუნქციური მასალები ბიომედიცინასა და
სამედიცინო ტექნოლოგიებში
-თანამედროვე მასალების სტრუქტურული კვლევის
მეთოდები.
საერთაშორისო კონფერენციის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თავდაცვის
სამინისტროს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი
„დელტას“, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის
წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტებისა და
უნივერსიტეტების ოფიციალური პირები.
კონფერენციაზე წამოდგენილი იყო
4 პლენარული ,
32 ზეპირი და
52 სასტენდო
მოხსენება;
მოხსენებები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან:
საქართველო, უკრაინა, აშშ, მოლდოვა, სომხეთი, ჩინეთი, რუმინეთი,
იტალია, თურქეთი, გერმანია, უზბეკეთი, რუსეთი, ბულგარეთი, ბელორუსი,
ყაზახეთი, ჰოლანდია.
საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენციის წარმატებითჩატარებამ ხელი შეუწყო საქართველოს
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჩართულობის გაძლიერებას,
ადგილობრივი პოტენციალის წარმოჩენას და ახალი სამეცნიერო პროექტების
განვითარების საფუძვლის შექმნას.