• ყველა სტატია
  • პროექტები
  Shota Rustaveli National Science Foundation (SRNSF) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი www.rustaveli.org.ge  
ჰორიზონტი 2020 მარია-სკლადოვსკაია კიურის კვლევისა და ინოვაციის გაცვლითი გრანტი
უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი (უსტც) Science and Technology Center in Ukraine (STCU) www.stcu.int
დახურული ბირთვული ცენტრების პროგრამა Closed Nuclear Centres Programme (CNCP)
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი ორი მკაცრად გასაიდუმლოებული ინსტიტუტის (“A“ და ”Г”) სახით დაარსდა 1945 წელს.  ინსტიტუტი ყალიბდებოდა გამოჩენილ გერმანელ მეცნიერთა მონაწილეობით. ინსტიტუტის საქმიანობის სფერო მოიცავდა, როგორც ბირთვული და თერმობირთვული და კორპუსკულურ-სხივური  იარაღის შექმნის ტექნოლოგიებს, ასევე სამეცნიერო კვლევებს პლაზმისა და მყარი სხეულების ფიზიკაში, არატრადიციულ ენერგეტიკაში, ფიზიკურ ელექტრონიკაში და სხვა დარგებში სსრკ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ფარგლებში.
1991-2005 წლებში ინსტიტუტი იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის დაქვემდებარებაში.
2006 წელს ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. სფტი-ში განხორციელდა ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებების ჩამოყალიბება და შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების შექმნა, გაფართოვდა ინსტიტუტის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებსა და პროექტებში.

2015 წლის 21-23 ოქტომბერს ქ.თბილისში გაიმართა სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები“.

სიახლეები
მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროკავშირის პროგრამის ‘Horizon 2020’ მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ განხორციელებას იწყებს.
 პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მწერალთა სახლი, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები.
ა.წ.  2 ივლისს ინსტიტუტში იმყოფებოდნენ სსიპ სსსტც „დელტას“ გენერალური დირექტორი ზურაბ აზარაშვილი, დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი გეგეჭკორი და მოადგილე ნიკა ქიზიყურაშვილი, რომლებიც გაეცნენ ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ საქმიანობას, დაათვალიერეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კვლევითი ლაბორატორიულ-ექსპერიმენტული ინფრასტრუქტურა. ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან განიხილეს სპეციალური დანიშნულების მიმდინარე პროექტები და ახალი საპროექტო წინადადებები. 

 
"დელტას" გენერალური დირექტორის ბრძანება №79 საქართველოში ახალი კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკს ინსტიტუტის დირექტორის ბრძანება №21 საქართველოში ახალი კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
2019 წლის 21 ნოემბერს სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში გაიმართა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „ახალი დისპროზიუმის შემცველი Hg-1223 ზეგამტარი მასალების ტექნოლოგია და კვლევა“. მომხსენებელი: კრიოგენული ტექნიკისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი იოსებ მეცხვარიშვილი. 

საკონტაქტო ინფორმაცია

მინდელის ქ.7, თბილისი,0186, საქართველო
+(995 32) 2320960
+(995 32) 2320961