დახურული ბირთვული ცენტრების პროგრამა



“ბაზალტის ფიბრისა და ფიბრითგაძლიერებული კომპოზიციური მასალების წარმოება“


პროექტის მიზანია უწყვეტი ბაზალტის ბოჭკოს (უბბ) და მის საფუძველზე დაჭრილი ბოჭკოს (ფიბრის) წარმოება, აგრეთვე  ქაფფიბრობეტონის (ქფბ) წარმოება და 2011 წლისთვის £300.000-მდე გაყიდვების მიღწევა.
პროექტის ნომერი: CIS/10/0006/CNTR
დაწყება/დასრულების თარიღი: 2009-2012
პროექტის მენეჯერი: გ.აბაშიძე
დამფინანსებელი: UK



“საყოფაცხოვრებო (ბუნებრივი) აირის ოდორიზატორის წარმოების ორგანიზება”

პროექტის მიზანია საყოფაცხოვრებო გაზის ოდორიზაციის ავტომატიზირებული დანადგარის წარმოების ორგანიზება.
პროექტის ნომერი: CIS/10/0005/CNTR
დაწყება/დასრულების თარიღი: 2009-2011
პროექტის მენეჯერი: ნ.კეკელიძე
დამფინანსებელი: UK



“სამრეწველო ტექნოლოგიის დამუშავება და ბიმეტალურ ნაკეთობათა წარმოება აფეთქებით”

პროექტის მიზანია – სხვადასხვა ტიპის მასალების ნაერთების წარმოება იდეალური ელექტროგამტარობით.
პროექტის ნომერი: CIS/10/0004/CNTR
დაწყება/დასრულების თარიღი: 2009-2011
პროექტის მენეჯერი: ე.ჩაგელიშვილი
დამფინანსებელი: UK



“ახალი კონსტრუქციის ანკერების სერიული წარმოების ორგანიზება”

პროექტის მიზანია  ახალი კონსტრუქციის ფრიქციული ანკერების წარმოების ორგანიზება, რომლებსაც თავიანთი ტექნოლოგიური მაჩვენებლებით და ეკონომიკური მახასიათებლებით აქვთ უპირატესობა სველქსის (www.swellex.com)  და სპლიტ-სეტის (www.splitset.com)  ტიპის ანკერების წინაშე.
პროექტის ნომერი: CIS/10/0045/CNTR
დაწყება/დასრულების თარიღი: 2009-2011
პროექტის მენეჯერი: თ.ახვლედიანი
დამფინანსებელი: UK



„სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების   კომერციალიზაციის სექტორის შექმნა“

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ინსტიტუტში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სექტორის შექმნა, რომლის საქმიანობა მიმართული იქნება კომერციულად პერსპექტიული დამუშავებების დადგენაზე, მარკეტინგული კვლევების ჩატარებაზე, ბაზარზე გასვლის სტრატეგიის არჩევაზე და მომსახურებისა და წარმოებული საქონლის  რეკლამირებაზე, ბიზნეს გეგმის შედგენა ეკონომიკური ცოდნისა და ბიზნესის უნარჩვევების ამაღლება და სფტი-ს სპეციალისტებისთვის დახმარება პროდუქციისა და მომსახურების რეკლამირებაში.
პროექტის ნომერი: CIS/10/0044/CNTR
დაწყება/დასრულების თარიღი: 2009-2011
პროექტის მენეჯერი: ე.სანაია
დამფინანსებელი: UK



“ინგლისური ენის კლუბის შექმნა სფტი-ში“

ამ პროექტის მიზანია სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში ინგლისური კლუბის შექმნა, თანამშრომლების და მენეჯერების ბიზნეს ინგლისურის ცოდნის გასაუმჯობესებლად, უცხოელ პარტნიორებთან  მოლაპარაკებების წარმოების და  პრეზენტაციების მომზადების, ჩატარების უნარჩვევების ამაღლება.
პროექტის ნომერი: CIS/10/0003/CNTR
დაწყება/დასრულების თარიღი: 2010-2012
პროექტის მენეჯერი: თ.გაფრინდაშვილი
დამფინანსებელი: UK







საკონტაქტო ინფორმაცია

მინდელის ქ.7, თბილისი,0186, საქართველო
+(995 32) 2320960
+(995 32) 2320961