ჩვენს შესახებ

სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი ორი მკაცრად გასაიდუმლოებული ინსტიტუტის (“A“ და ”Г”) სახით დაარსდა 1945 წელს.  ინსტიტუტი ყალიბდებოდა გამოჩენილ გერმანელ მეცნიერთა მონაწილეობით. ინსტიტუტის საქმიანობის სფერო მოიცავდა, როგორც ბირთვული და თერმობირთვული და კორპუსკულურ-სხივური  იარაღის შექმნის ტექნოლოგიებს, ასევე სამეცნიერო კვლევებს პლაზმისა და მყარი სხეულების ფიზიკაში, არატრადიციულ ენერგეტიკაში, ფიზიკურ ელექტრონიკაში და სხვა დარგებში სსრკ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ფარგლებში.
1991-2005 წლებში ინსტიტუტი იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის დაქვემდებარებაში.
2006 წელს ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. სფტი-ში განხორციელდა ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებების ჩამოყალიბება და შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების შექმნა, გაფართოვდა ინსტიტუტის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებსა და პროექტებში.
ამჟამად ინსტიტუტის კომპეტენცია მოიცავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების აქტუალური პრობლემების ფართო სპექტრს:
• ბირთვული ფიზიკა, რადიაციული მასალათმცოდნეობა და ტექნოლოგიები;
• მყარი სხეულების ფიზიკა, ნახევარგამტარებისა და ზეგამტარების ფიზიკა;
•ნახევარგამტარული, თერმოელექტრული და ოპტოელექტრონული ხელსაწყოთმშენებლობა;
•კვანტური რადიოფიზიკა, ლაზერული, ელექტრული და ელექტრონული სისტემები;
•კრიოგენული ტექნიკა და ტექნოლოგიები, ნანომასალები და ნანოტექნოლოგიები;
• ქიმიური ტექნოლოგიები ახალი პოლიმერული კომპოზიტებისა და კერამიკული მასალების მისაღებად (მათ შორის ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე);
•ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემები, მათ შორის რადიოაქტიური დაბინძურების კვლევის მონიტორინგის და დაბინძურების გაუვრცელებლობის და შემცირების მეთოდები;
•საექსპერტო სამუშაოები.

ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები: