სსიპ სოხუმის ილია ვეკუას
ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი ორი მკაცრად გასაიდუმლოებული ინსტიტუტის
(“A“ და ”Г”) სახით დაარსდა 1945 წელს. ინსტიტუტი ყალიბდებოდა
გამოჩენილ გერმანელ მეცნიერთა მონაწილეობით. ინსტიტუტის საქმიანობის
სფერო მოიცავდა, როგორც ბირთვული და თერმობირთვული და
კორპუსკულურ-სხივური იარაღის შექმნის ტექნოლოგიებს, ასევე
სამეცნიერო კვლევებს პლაზმისა და მყარი სხეულების ფიზიკაში,
არატრადიციულ ენერგეტიკაში, ფიზიკურ ელექტრონიკაში და სხვა დარგებში
სსრკ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ფარგლებში.
1991-2005 წლებში ინსტიტუტი
იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო
კომიტეტის დაქვემდებარებაში.
2006 წელს ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სტატუსი. სფტი-ში განხორციელდა ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური
მიმართულებების ჩამოყალიბება და შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული
ერთეულების შექმნა, გაფართოვდა ინსტიტუტის მონაწილეობა საერთაშორისო
სამეცნიერო კვლევებსა და პროექტებში.
გარდაიცვალა საინჟინრო
ფიზიკისა და ტექნოლოგიების მეცნიერების ცნობილი ორგანიზატორი - სსიპ
სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი,
საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, აკადემიური დოქტორი -
გურამ ბოკუჩავა.
2025 წლის 15-17
ოქტომბერს სოხუმის
ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ისნტიტუტი მართავს საერთაშორისო
კონფერენციას თემაზე - "თანამედროვე მასალები და
ტექნოლოგიები" .
გამოვლინდა
მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოსა (NARD)
და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის
ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის 2024 წლის გამარჯვებული
პროექტები. კონკურსის შედეგები
იხილეთ ბმულზე.
ფონდი აცხადებს 2024 წლის თურქეთის
სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა
რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ
სამეცნიერო საგრანტო კონკურსს.