ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორია


სამეცნიერო-ტექნოლოგიური  მიმართულებები:

•ნანოკომპოზიციების და  კერამიკული მასალების შექმნის ტექნოლოგიები;

•ელექტროგამტარი პოლიმერული მასალები და ნანოკომპოზიტები;

•ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის ქიმიური მეთოდები.



 ნანოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე ულტრადისპერსული ალუმინის ოქსიდის ფხვნილის და სხვადასხვა ორგანული და არაორგანული ნაერთების დოპირებითი კომპოზიტების მიღება  და მათი მაღალტემპერატურული შეცხობით  კერამიკული მასალების დამზადება. კერამიკული კომპოზიციური მასალების სტრუქტურულ-მორფოლოგიური კვლევა რენტგენული დიფრაქციული, ინფრაწითელი სპექტროსკოპიისა და მეტალოგრაფიული მეთოდებით. კერამიკული მასალების ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების (სითბოგამტარობა, მიკროსისალე, ბზარმედეგობა, სიმტკიცე ღუნვაზე და ა.შ.) განსაზღვრა.

 ულტრაიისფერი სხივებით გაკერვადი პოლიდიმეთილსილოქსანების სინთეზი და კვლევა. თერმორეაქტიულ და თერმოპლასტურ პოლიმერებზე ნახშირბადის ნანოსტრუქტურების დოპირებით გაუმჯობესებული   ფიზიკურ-მექანიკური და ელექტრული თვისებების ნანოკომპოზიტების მიღება და კვლევა.

 მულტიფუნქციური დანიშნულების კომპლექსური სორბენტის შექმნა და მათი გამოყენებით დაბინძურებული წყლიდან მძიმე მეტალების, რადიონუკლიდების და პოლუტანტების ერთდროული   მოცილება.


თანამშრომლები:
ნათია ჯალაღონია - ქიმიის დოქტორი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
თინათინ კუჭუხიძე - ქიმიის დოქტორი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი;
ლეილა კალატოზიშვილი -  დოქტორი,  მეცნიერ-თანამშრომელი.
მანანა მუმლაძე - დოქტორი,  მეცნიერ–თანამშრომელი;
ნინო დარახველიძე - ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი, მეცნიერ–თანამშრომელი;
ვახტანგ გაბუნია- შტატგარეშე თანამშრომელი მეცნიერ-თანამშრომლის ფუნქციებით;
თამარ არჩუაძე - ინჟინერი.