კრიოგენული ტექნიკისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია

სამეცნიერო მიმართულებები:

• კრიოგენული ვაკუუმური ტექნიკა და  ტექნოლოგიები;
• მაღალტემპერატურული ზეგამტარების მიღების ტექნოლოგიები და კვლევა;
• ნანოსტრუქტურულ მასალათა ტექნოლოგიები და კვლევა.


 კრიოგენული ვაკუუმური ტუმბოების, კრიოსტატების და მაღალი გაზური ნაკადების ამოტუმბვის  კრიოვაკუუმური დანადგარების თბოფიზიკური და ინჟინერული გათვლები, ტექნოლოგიების დამუშავება, დამზადება და კვლევა;

 მაღალტემპერატურული ზეგამტარი მასალების მიღების ტექნოლოგიების დამუშავება და კვლევა;

 ფიზიკური მეთოდებით  (მაგნეტრონული, ელექტრონულ-რკალური, იმპულსურ - დიოდური) ნანოსტრუქტურული ფხვნილების  და კომპოზიტების მიღების ტექნოლოგიები და კვლევა;

 თხელი ფირების დაფენის ტექნოლოგიების დამუშავება და კვლევა;

 ჰიდროიმპულსური ტექნიკის და ტექნოლოგიების დამუშავება.
გურამ დგებუაძე- დოქტორი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი,  მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
იოსებ მეცხვარიშვილი - დოქტორი,  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბეჟან ბენდელიანი - მეცნიერ-თანამშრომელი;
ვლადიმერ ჭანტურიძე - მეცნიერ-თანამშრომელი;
მალხაზ ჩოჩია - ინჟინერი;
ნადეჟდა მუმლაძე - ტექნიკოსი.