არატრადიციული ენერგეტიკის ლაბორატორია
სამეცნიერო მიმართულებები: 

• გერმანიუმის მცირე (1-10 ატ%) შემცველობის თერმოელექტული SiGe შენადნობების სინთეზი და კვლევა;

• SiGe შენადნობების ფუძეზე თერმოელექტრული ბატარეებისა და გენერატორების შექმნა და კვლევა.


 თერმოელექტული SiGe შენადნობების ულტრადისპერსული  (60-70 ნმ) ფხვნილების დამზადება კომპონენტების: Si, Ge, P (B) ერთობლივი დაფქვით. ფხვნილების კომპაქტირება მასიურ ბრიკეტებად ვაკუუმური წნეხვით 1325-1350⁰C ტემპერატურაზე. ბრიკეტების დაჭრა პროფილირებულ ნიმუშებად და მათი თერმული დამუშავება 1300-1350 ⁰C ტემპერატურაზე.

 SiGe შენადნობების ნიმუშების სტრუქტურის კვლევა მეტალოგრაფიული და რენტგენული დიფრაქციული მეთოდებით. ნიმუშების თერმოელექტრული მახასიათებლების (ელექტროგამტარობის, სითბოგამტარობი და თერმოელექტრული მამოძრავებელი ძალის) კვლევა სტაციონარული მეთოდით 25-900 ⁰C ტემპერატურულ ინტერვალში.

 თერმოელექტრული ბატარეის ცხელი და ცივი მხარეების საკომუტაციო ფირფიტებისა და ელექტროსაიზოლაციო კვანძების დამუშავება და დამზადება. თერმოელექტრული ბატარეებისა და გენერატორის დამუშავება და  დამზადება. მათი ენერგეტიკული მახასიათებლების კვლევა ცივი მხარის გამდინარე წყლის ნაკადით გაციებისა და ცხელი მხარის ბუნებრივი გაზის საწვავით გახურების პირობებში (Tცივ.=100⁰C, Tცხ.=600-900⁰C).

თანამშრომლები:

კარლო ბარბაქაძე - დოქტორი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ირაკლი ტაბატაძე-დოქტორი, მეცნიერ–თანამშრომელი
აზა კუცია - მეცნიერ-თანამშრომელი
ზურაბ ისაკაძე - მეცნიერ-თანამშრომელი
მერი ბარბაქაძე- ინჟინერი
მერი რეხვიაშვილი - ინჟინერი.
კახა კეშელავა- შტატგარეშე თანამშრომელი.