სამეცნიერო საბჭოს სხდომა

2023 წლის 22 აგვისტოს  სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრების: გ.დარსაველიძის, ა.სიჭინავას, ე.სანაიას, კ.ბარბაქაძის, ი.ყურაშვილის მოთხოვნის საფუძველზე  ჩატარდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
დღის წესრიგი:
სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები.
სამეცნიერო საბჭომ ფარული კენჭისყრით ერთხმად აირჩია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი დარსაველიძე. ახლად არჩეული თავმჯდომარის წარდგინებით ღია კენჭისყრით სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა კარლო ბარბაქაძე, ხოლო სამეცნიერო საბჭოს მდივნად - ავთანდილ სიჭინავა.

30.08.2023