2018 წლის 30 ოქტომბერს ინსტიტუტს
ეწვია საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
ბატონი თეიმურაზ ლომთაძე და მასთან ერთად ამავე ინსტიტუტის დაბალი
ტემპერატურების ფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ
წაქაძე. ბატონმა თ. ლომთაძემ ინსტიტუტის ხელმძღვანელობას და
წამყვან თანამშრომლებს გააცნო საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის,
როგორც ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო საგანმანათლებლო
კომპლექსის შექმნისა და შემდგომი ფუნქციონირების გეგმები. სფტი-ის
დირექტორმა ბატონმა გურამ ბოკუჩავამ სტუმრებს გააცნო ინსტიტუტის
თემატიკა და დაათვალიერებინა სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური
ლაბორატორიები. შედგა წინასწარი შეთანხმება ინსტიტუტებს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.