2025 წლის 19 მაისს, საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტში გაიხსნა ''დასაქმების
კვირეული''-2025, რომელშიც სსიპ სოხუმის ილია ვეკუას
ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტმა მიიღო
მონაწილეობა. ინტერესი ინსტიტუტში დასაქმებასთან
დაკავშირებით ძალიან დიდია განსაკუთრებით მაღალი აკადემიური მოსწრების
მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შორის, რაც მეტად მნიშვნელოვანია.
დასაქმების კვირეული გრძელდება 23 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ
ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის ინსტიტუტს გადაეცა მადლობის
სიგელი.