კონფერენციის მიზანია თანამედროვე მასალების,
ტექნოლოგიებისა და უახლესი კვლევების დარგში
აღიარებული სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერებისა და მკვლევარების
შეხვედრის ორგანიზება; სასარგებლო გამოცდილებისა და იდეების
ურთიერთგაზიარება, თანამედროვე პრობლემების ანალიზი და ახალი
შედეგების განხილვა, საქართველოს მასალათმცოდნეობის და
ხელსაწყოთმშენებლობის პოტენციალის წარმოჩენა, მეცნიერებისა და
ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების ინტეგრაცია საერთაშორისო
პროექტებში. მრავალფეროვანი და მულტიდისციპლინური აუდიტორიის მოზიდვა,
დინამიური და თანამშრომლობითი გარემოს შექმნა და ინოვაციური იდეების ურთიერთგაცვლა
გააღრმავებს საპარტნიორო ურთიერთობებს თანამედროვე მასალებისა და
ტექნოლოგიების დარგში.
კონფერენციას ორგანიზებას უწევენ სოხუმის ილია ვეკუას
ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი და მოლდოვას ტექნიკური
უნივერსიტეტის ელექტრონული ინჟინერიისა და ნანოტექნოლოგიების
ინსტიტუტი, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებას მრავალ
სამეცნიერო დისციპლინაში.
კონფერენცია მოიცავს მოწინავე მასალებსა და ტექნოლოგიებთან
დაკავშირებული თემების ფართო სპექტრს.
·
თანამედროვე ნახევარგამტარი მასალები: ტექნოლოგია,
კვლევა;
·
ფოტოელექტრული და თერმოელექტრული ხელსაწყოები;
·
ნანომასალები:
ტექნოლოგია, კვლევა;
·
მაიონიზებელი გამოსხივების დეტექტორები;
·
კრიოგენული ტექნიკა და ზეგამტარი მასალები: ტექნოლოგია,
კვლევა;
·
თანამედროვე პოლიმერული და მეტალოკერამიკული კომპოზიციური
მასალები;
·
მრავალფუნქციური მასალები ბიომედიცინასა და სამედიცინო
ტექნოლოგიებში;
·
თანამედროვე მასალების სტრუქტურული კვლევის მეთოდები.
კონფერენცია ეძღვნება სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს.
მოხსენების აბსტრაქტის
(~1
გვერდი) წარდგენის
ბოლო ვადა –
30
მაისი, 2025
აბსტრაქტის წარდგენა ელექტრონული ფოსტით
icamt2025@gmail.com
კონფერენციის ენა:
ინგლისური.