ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2019 წლის კონკურსს.
საგრანტო კონკურსი მოიცავს სამ
ეტაპს:
I ეტაპი - საპროექტო განაცხადის
კონცეფციის წარდგენა;
II ეტაპი - პროექტის
წარდგენა;
III
ეტაპი - პროექტის პრეზენტაცია.ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2019 წლის კონკურსს.
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს:
ა) გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას;
ბ) საერთაშორისო პარტნიორებსა და არასამეცნიერო სექტორთან (კერძო სექტორი - მცირე და საშუალო ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო დაწესებულებები) თანამშრომლობით მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის, მედიცინისა და ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებების მიმართულებით საქართველოს ინსტიტუციების გრძელვადიანი, ინოვაციური და ტექნოლოგიური გამოყენებითი კვლევითი პროექტების განხორციელებას;
გ) სახელმწიფოს სოციალური და
ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ტექნოლოგიის ტრანსფერისა და
ინოვაციების უზრუნველყოფას;
დ) ღიად გამოცხადებული საგრანტო
კონკურსის გზით გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების
შერჩევასა და დაფინანსებას;
ე) კომერციალიზაციის პერსპექტივის
მქონე ინოვაციური და ტექნოლოგიური ტრანსფერის განვითარებაზე
ორიენტირებული პროექტების განხორციელებას;
ვ) ინოვაციური კვლევების
გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე
ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე არსებობს მოთხოვნა და რომელიც
პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული
პრობლემების გადაჭრას.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება
სამი კატეგორიის პროექტი:
პირველი კატეგორია - ტექნოლოგიის
ტრანსფერის ხელშემწყობი საპილოტე კვლევითი გრანტი ცალკეული
ორგანიზაციებისათვის;
მეორე კატეგორია - ინოვაციური
კვლევების განხორციელება და ტექნოლოგიური განვითარების გრანტი
კონსორციუმებისათვის;
მესამე კატეგორია - კვლევითი
კონცეფციის დამტკიცება: ინფრასტრუქტურის, ტრენინგისა და კლასტერების
განვითარების გრანტი კონსორციუმებისათვის.
პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება
იყოს 2, 3 ან 4 წელი. საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობაა 1 წელი (12
თვე).
საგრანტო კონკურსი მოიცავს სამ
ეტაპს:
I ეტაპი - საპროექტო განაცხადის
კონცეფციის წარდგენა;
II ეტაპი - პროექტის
წარდგენა;
III ეტაპი - პროექტის
პრეზენტაცია.
კონკურსის ადმინისტრირების
განრიგი:
15 აპრილი - საკონსულტაციო
შეხვედრა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
(რეგისტრაციის ბმული);
23 აპრილი - საკონსულტაციო
შეხვედრა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული
კორპუსი (რეგისტრაციის ბმული);
1 მაისი - I ეტაპზე შეკითხვების
გამოგზავნის ბოლო ვადა;
13 მაისის 16:00 სთ.-მდე -
პროექტის კონცეფციის ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
14 მაისის 16:00 სთ.-მდე -
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენა ფონდის
კანცელარიაში;
18 ივნისის 16:00 სთ.-მდე -
პროექტის სრული ვერსიის წარმოდგენა GMUS-ში;
4, 12 ივნისი - ჯგუფური
კონსულტაციები;
13 ივნისი - შეკითხვების
გამოგზავნის ბოლო ვადა;
ივლისი-სექტემბერი - კონკურსის
მეორე ეტაპზე პირობების დაცვით წარმოდგენილი სრული პროექტების
შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;
სექტემბერი-ოქტომბერი - კონკურსის
მეორე ეტაპის შედეგების გამოქვეყნება და მესამე ეტაპზე გადასული
პროექტების გამოვლენა;
სექტემბერი-ოქტომბერი - პროექტების
პრეზენტაცია კომისიის წინაშე;
სექტემბერი-ოქტომბერი - კონკურსის
მესამე ეტაპის შედეგების გამოქვეყნება – დამოუკიდებელი
ექსპერტებისაგან ან/და ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებებისა
და კომისიისაგან მიღებული შეფასებების შეჯამების საფუძველზე,
რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების
გამოვლენა;
სექტემბერი-ოქტომბერი -
დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის
გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების
გამოქვეყნება;
სექტემბერი-ოქტომბერი - საგრანტო
ხელშეკრულებების გაფორმება.