გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი
ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს.
კონკურსის მიზანი
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს:
ა) გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას;
ბ) საერთაშორისო პარტნიორებსა და არასამეცნიერო სექტორთან (კერძო სექტორი - მცირე და საშუალო ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო დაწესებულებები) თანამშრომლობით მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის, მედიცინისა და ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებების მიმართულებით საქართველოს ინსტიტუციების გრძელვადიანი, ინოვაციური და ტექნოლოგიური გამოყენებითი კვლევითი პროექტების განხორციელებას.
გ) სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ინოვაციების უზრუნველყოფას;
დ) ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევასა და დაფინანსებას;
ე) კომერციალიზაციის პერსპექტივის მქონე ინოვაციური და ტექნოლოგიური ტრანსფერის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას;
ვ) ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე არსებობს მოთხოვნა.
პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 2, 3 ან 4 წელი. საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობაა 1 წელი (12 თვე).

საგრანტო კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს:
I ეტაპი - საპროექტო განაცხადის კონცეფციის წარდგენა;
II ეტაპი - პროექტის წარდგენა;
III ეტაპი - პროექტის პრეზენტაცია.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი
13 ივლისიდან 20 აგვისტოს 16:00 სთ-მდე – პროექტების კონცეფციის ელექტრონული რეგისტრაცია საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე;
21 აგვისტო 16:00 სთ-მდე – ფონდის კანცელარიაში კონკურსის პირველ ეტაპზე კონცეფციის მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;
25 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე –  მეორე ეტაპზე გასული პროექტის სრული ვერსიის ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
11 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში კონკურსის მეორე ეტაპზე სრული პროექტის მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;

ოქტომბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე საგრანტო კონკურსიდან მოხსნილი სრული პროექტების შესახებ;
ოქტომბერი-ნოემბერი - კონკურსის მეორე ეტაპზე პირობების დაცვით წარმოდგენილი სრული პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ;
ნოემბერი – კონკურსის მეორე ეტაპის შედეგების გამოქვეყნება და მესამე ეტაპზე გადასული პროექტების გამოვლენა;
ნოემბერი – პროექტების პრეზენტაცია კომისიის წინაშე;
ნოემბერი-დეკემბერი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება  ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
ნოემბერი-დეკემბერი – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
16.07.2018