მივლინება HORIZON2020 პროექტის ფარგლებში


Horizon2020 მარია-სკლადოვსკაია კიურის კვლევისა და ინოვაციის გაცვლითი გრანტის  ფარგლებში სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის თანამშრომლები: იური ნარდაია, ლეილა კალატოზიშვილი, მანანა მუმლაძე და თამარ არჩუაძე  იმყოფებოდნენ მივლინებით ბელორუსიაში ქ.  მინსკში 2018 წლის 19 აპრილიდან 19 მაისამდე.
მივლინების ადგილი: ბელორუსიის სახელმწიფო  უნივერსიტეტი, ბირთვული პრობლემების ინსტიტუტი

მივლინება მიზნად ისახავდა აღნიშნულ ინსტიტუტში ერთობლივი სამუშაოების შესრულებას თემაზე: გრაფენის ოქსიდის და აღდგენილი გრაფენის ოქსიდის  სინთეზი და კვლევა.

05.04.2018