2019 წლის 21 ნოემბერს სოხუმის
ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში გაიმართა სამეცნიერო სემინარი
თემაზე: „ახალი დისპროზიუმის შემცველი Hg-1223 ზეგამტარი მასალების
ტექნოლოგია და კვლევა“. მომხსენებელი: კრიოგენული ტექნიკისა და
ტექნოლოგიების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი
იოსებ მეცხვარიშვილი.