გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2019 წლის კონკურსი

ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2019 წლის კონკურსს.
საგრანტო კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს:
I ეტაპი - საპროექტო განაცხადის კონცეფციის წარდგენა;
II ეტაპი - პროექტის წარდგენა;
III ეტაპი - პროექტის პრეზენტაცია.
ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2019 წლის კონკურსს.
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს:
ა) გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას;
ბ) საერთაშორისო პარტნიორებსა და არასამეცნიერო სექტორთან (კერძო სექტორი - მცირე და საშუალო ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო დაწესებულებები) თანამშრომლობით მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის, მედიცინისა და ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებების მიმართულებით საქართველოს ინსტიტუციების გრძელვადიანი, ინოვაციური და ტექნოლოგიური გამოყენებითი კვლევითი პროექტების განხორციელებას;
გ) სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ინოვაციების უზრუნველყოფას;
დ) ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევასა და დაფინანსებას;
ე) კომერციალიზაციის პერსპექტივის მქონე ინოვაციური და ტექნოლოგიური ტრანსფერის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას;
ვ) ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე არსებობს მოთხოვნა და რომელიც პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სამი კატეგორიის პროექტი:
პირველი კატეგორია - ტექნოლოგიის ტრანსფერის ხელშემწყობი საპილოტე კვლევითი გრანტი ცალკეული ორგანიზაციებისათვის;
მეორე კატეგორია - ინოვაციური კვლევების განხორციელება და ტექნოლოგიური განვითარების გრანტი კონსორციუმებისათვის;
მესამე კატეგორია - კვლევითი კონცეფციის დამტკიცება: ინფრასტრუქტურის, ტრენინგისა და კლასტერების განვითარების გრანტი კონსორციუმებისათვის.
პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 2, 3 ან 4 წელი. საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობაა 1 წელი (12 თვე).
 
საგრანტო კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს:
I ეტაპი - საპროექტო განაცხადის კონცეფციის წარდგენა;
II ეტაპი - პროექტის წარდგენა;
III ეტაპი - პროექტის პრეზენტაცია.
 
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:
15 აპრილი - საკონსულტაციო შეხვედრა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (რეგისტრაციის ბმული);
23 აპრილი - საკონსულტაციო შეხვედრა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი (რეგისტრაციის ბმული);
1 მაისი - I ეტაპზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
13 მაისის 16:00 სთ.-მდე - პროექტის კონცეფციის ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
14 მაისის 16:00 სთ.-მდე - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენა ფონდის კანცელარიაში;
18 ივნისის 16:00 სთ.-მდე - პროექტის სრული ვერსიის წარმოდგენა GMUS-ში;
4, 12 ივნისი - ჯგუფური კონსულტაციები;
13 ივნისი - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
ივლისი-სექტემბერი - კონკურსის მეორე ეტაპზე პირობების დაცვით წარმოდგენილი სრული პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;
სექტემბერი-ოქტომბერი - კონკურსის მეორე ეტაპის შედეგების გამოქვეყნება და მესამე ეტაპზე გადასული პროექტების გამოვლენა;
სექტემბერი-ოქტომბერი - პროექტების პრეზენტაცია კომისიის წინაშე;
სექტემბერი-ოქტომბერი - კონკურსის მესამე ეტაპის შედეგების გამოქვეყნება – დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებებისა და კომისიისაგან მიღებული შეფასებების შეჯამების საფუძველზე, რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა;
სექტემბერი-ოქტომბერი - დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
სექტემბერი-ოქტომბერი - საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
 
11.04.2019