სიახლეები

საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლები სფტი-ში
2018 წლის 30 ოქტომბერს ინსტიტუტს ეწვია საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი თეიმურაზ ლომთაძე და მასთან ერთად ამავე ინსტიტუტის დაბალი ტემპერატურების ფიზიკის  ლაბორატორიის ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ წაქაძე.  ბატონმა თ. ლომთაძემ ინსტიტუტის ხელმძღვანელობას და წამყვან თანამშრომლებს გააცნო საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის, როგორც ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო საგანმანათლებლო კომპლექსის შექმნისა და შემდგომი ფუნქციონირების გეგმები. სფტი-ის დირექტორმა ბატონმა გურამ ბოკუჩავამ სტუმრებს გააცნო ინსტიტუტის თემატიკა და დაათვალიერებინა სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური ლაბორატორიები. შედგა წინასწარი შეთანხმება ინსტიტუტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.

 

31.10.2018
ბეჭდვა