13 სექტემბერს ინსტიტუტს სტუმრობდნენ იტალიის ქ. ნაპოლის „პოლიმერების, კომპოზიტების და ბიომასალების ინსტიტუტის“ (IPCB-CNR) მეცნიერები: დოქტორი მარინო ლავორნა, დოქტორი ჯენარო ჯენტილე და დოქტორი რაკელე კასტალდო და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი სერგეი ჰარაპეტიანი.
„პოლიმერების, კომპოზიტების და ბიომასალების ინსტიტუტი“ წარმოადგენს ევროპული კომისიის მიერ ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში დაფინანსებული “გრაფენი 3D” პროექტის ერთ-ერთ ბენეფიციარ ორგანიზაციას სფტი-თან ერთად.