შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 


Shota Rustaveli National Science Foundation (SRNSF)
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
www.rustaveli.org.ge

 

 

“მაგნიტოსფეროს დღის მხარის გარდამავალი არის სტრუქტურული თავისებურებები და მათი გავლენა მაგნიტოჰიდროდინამიკური და ჰიდრომაგნიტური ტალღების სპექტრალურ მახასიათებლებზე”

პროექტის მიზანია მაგნიტოსფეროს დღის მხარის საზღვარზე მაგნიტური ველის ძალწირების გადაერთების (ანიჰილაციის) ხელშემწყობი ტალღური ფონის შესწავლა და მზის ქარისა და გეომაგნიტური ველის ურთიერთქმედების სასაზღვრო ეფექტების მოდელირება მჰდ მიახლოებაში.
პროექტის ნომერი: #148 (025)
დაწყება/დასრულების თარიღი: 2006-2007
პროექტის მენეჯერი: ვ.კირცხალია
 
 
“საქართველოს მაღალმთიან არაელექტროფიცირებულ სოფლებში განახლებადი ენერგორესურსების კომპლექსური კვლევა”
პროექტის მიზანია მცხეთა-თიანეთის მხარის (ფშავ-ხევსურეთი და ხევი) ოცდაათამდე მაღალმთიან, ძნელადმისასვლელ, არაელექტროფიცირებულ სოფლებში განახლებადი ენერგორესურსების კვლევა - ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მათ მდგრად განვითარებას.
პროექტის ნომერი: #631 (026)
დაწყება/დასრულების თარიღი: 2006-2009
პროექტის მენეჯერი: კ.კობახიძე
 
 
“Si0,8Ge0,2 მყარი ხსნარის ფუძეზე მაღალეფექტური თერმოელექტრული მასალებისა და ბატარეების დამუშავება სხვადასხვა დანიშნულების თერმოელექტროგენერატორებისათვის“
მიღებულია მრავალკომპონენტიანი მაღალეფექტური  n- და p- ტიპის Si-Ge თერმოელექტრული შენადნობები. დადგენილია მათი სტრუქტურული და ელექტროფიზიკური მახასიათებლები. შექმნილია თერმოელექტრული ბატარეა და განსაზღვრულია  საექსპლუატაციო პარამეტრები. შეფასებულია დამუშავებული ბატარეების მაღალტემპერატურულ გენერატორებში გამოყენების შესაძლებლობები.
პროექტის ნომერი: 258
დაწყება/დასრულების თარიღი: 2008-2010
პროექტის მენეჯერი: გურამ ბოკუჩავა
 
“კრიოსორბციული ვაკუუმური ტუმბო თხევად და მყარ აზოტზე”
პროექტის მიზანია:
• მაღალეფექტური კრიოსორბციული ტუმბოს (კსტ-0.25 თხევად აზოტზე) აიროვანი N2 ამოტუმბვის სიჩქარით 0.25 მ3/წმ-ში დამუშავება და დამზადება;
• მაღალეფექტური კრიოსორბციული ტუმბოს (კსტ-0.5 მყარ აზოტზე) აიროვანი N2 ამოტუმბვის  სიჩქარით 0.5 მ3/წმ-ში დამუშავება და დამზადება;
• კრიოვაკუუმური პარამეტრების ექსპერიმენტალური კვლევა; ტექნოლოგიური მიღწევების კომერციალიზაცია.
პროექტის ნომერი: 417
დაწყება/დასრულების თარიღი: 2008-2010
პროექტის მენეჯერი: გურამ დგებუაძე
 
“იონიმპლანტირებული ახალი მასალები მიკრო და ნანოტექნოლოგიებისათვის “
 
პროგრამის მიზანია რადიაციული ტექნოლოგიებით (იონური, ელექტრონული, ლაზერული, პლაზმური, ნეიტრონული და სხვა ნაწილაკების დასხივებით) გაუმჯობესებული ელექტროფიზიკური თვისებების მასალების მიღება ნახევარგამტარული ხელსაწყო-მოწყობილობების შესაქმნელად.
პროექტის ნომერი: 476
დაწყება/დასრულების თარიღი: 2008-2010
პროექტის მენეჯერი: ა.გულდამაშვილი
 
“ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე ულტრადისპერსული ალუმინის ოქსიდის მიღება და კორუნდის კერამიკული ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგიის დამუშავება”
 
პროექტის მიზანია სამი ძირითადი პრეკურსორის (ნივთიერება) ალუმინის ნიტრატის, იზოპროპილატის და სხვადასხვა მოდიფიკაციის ალუმინის ჰიდროქსიდის მიღების ტექნოლოგიის დამუშავება და მათი შემდგომი გარდაქმნით (მოდიფიცირებული ზოლ-გელ მეთოდი, თვითგანვითარებადი ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია, თანდალექვის მეთოდი და სხვ.) Al2O3 სამიზნო ფხვნილის მიღება. პროექტის მეორე მიზანს წარმოადგენს ფხვნილების შეცხობისას პირველადი კრისტალიტების ზომის გაზრდის ინჰიბიტორებით ალუმინის ოქსიდის ზედაპირის მოდიფიკაციის ტექნოლოგიის დამუშავება.
პროექტის ნომერი: 30/36 (AR/325/6-480/12)
დაწყება/დასრულების თარიღი: 2013-2014
პროექტის მენეჯერი: რ.ჭედია
თანადამფინანსებელი ორგანიზაცია: სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი"DELTA".
 
„მაღალტემპერატურული ვაკუუმური ღუმელი და დასაწნეხი სისტემა“
 
მაღალტემპერატურული ვაკუუმური დაწნეხვის თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენება  მნიშვნელოვანია ინსტიტუტის ტრადიციული მიმართულებების - ნახევარგამტარული, ზეგამტარული და თერმოელექტრული შენადნობების მიღებისა და მათგან ნაკეთობათა შექმნის ტექნოლოგიების განვითარებისათვის. მაღალტემპერატურული დაწნეხვის პირობებში შესაძლებელია სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზი და ერთდროული კონსოლიდაცია. სინთეზი ხორციელდება სწრაფად (3-10წთ), რაც წარმოადგენს ამ მეთოდის უპირატესობას ჩვეულებრივ ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით.
პროექტის ნომერი: AP/97/13
დაწყება/დასრულების თარიღი: 2013-2014
პროექტის მენეჯერი: გურამ ბოკუჩავა
 
 
“გაუმჯობესებული მექანიკური პარამეტრების იონიმპლანტაციური მასალების შექმნა გაზრდილი ექსპლოატაციური მახასიათებლების ნაკეთობათა წარმოებისათვის”
 
პროექტის მიზანია: ბორის, ნახშირბადის, აზოტის, ჟანგბადის, არგონის იონების მაღალი ფლუენსებით დასხივებით ნიობიუმის, მოლიბდენის, ვოლფრამის, AISI 310 და 440 C ტიპის ფოლადების, ბურთულასაკისრების 440 C-ის ფოლადების ბურთულების ბაზაზე საგრძნობლად გაზრდილი სიმტკიცისა და ცვეთამედეგობის საცდელი ნიმუშების შექმნა და კვლევა.
პროექტის ნომერი: AR/167/3-121/14
დაწყება/დასრულების თარიღი: 2015-2017
პროექტის მენეჯერი: ანზორ გულდამაშვილი
 
“Hg-1223 მაღალტემპერატურულ ზეგამტარში ფაზის ფორმირებაზე და ზეგამტარულ თვისებებზე დარიშხანისა და სტიბიუმის შემცველი ნაერთების დოპირების გავლენის გამოკვლევა”
 
პროექტის მიზანია HgBa2Ca2Cu3O8+δ მაღალტემპერატურული ზეგამტარი მასალების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე დარიშხანის და სტიბიუმის შემცველი ნაერთების გავლენის შესწავლა.
პროექტის ნომერი: FR/423/6-260/12
დაწყება/დასრულების თარიღი: 2013 –2016
პროექტის მენეჯერი: იოსებ მეცხვარიშვილი
 
 
“Tl-ფუძიანი ზეგამტარების სინთეზი ზოლ-გელ მეთოდისა და პოლიმერიზაციის გამოყენებით”
 
ამ პროექტის მთავარი მიზანი არის ზოლ-გელ მეთოდის გამოყენებით TlBa2Ca2Cu3Oy და TlBa2Ca2Cu3NxOy (Nx= P2O5, V2O5; As2O3; Nb2O5; Sb2O3; Bi2O3) დასინთეზება, რომელიც მოიცავს ხსნარის გელიფიკაციას აკრილამიდური მონომერების პოლიმერიზაციით. მეტიც, პროექტის ფარგლებში ასევე გამოვცდით ამ მეთოდის სხვადასხვა ვარიანტს, რომ გავიგოთ ზოლ-გელ პროცესების უპირატესობა, ვიპოვოთ უკეთესი და სწრაფი გზა Tl-ის ფუძიანი ზეგამტარების სინთეზისათვის, რომელსაც ექნება მაღალი სტაბილურობა და ზეგამტარული თვისებები.
პროექტის ნომერი: FR/261/6-260/14
დაწყება/დასრულების თარიღი: 2015 –2018
პროექტის მენეჯერი: თ.ლობჟანიძე
მონაწილე ინსტიტუტები:
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (წამყვანი)
• სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი .
 
 
საკონფერენციო გრანტების კონკურსი (2015) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები".
 
საერთაშორისო კონფერენციისთვის განსაზღვრულია ჩატარებული კვლევების შედეგების პრეზენტაცია შემდეგი მიმართულებებით:
• ნახევარგამტარული და ზეგამტარი მასალების მიღება და კვლევა;
• თერმოელექტრული მასალები, ბატარეები, გენერატორები;
• ფოტოელექტრული გარდამქმნელები და ოპტოელექტრონული ხელსაწყოები;
• ნანომასალები და რადიაციული ნანოტექნოლოგიები;
• თანამედროვე კომპოზიციური მასალები,ტექნოლოგიები, ნაკეთობები;
• კრიოგენული ტექნიკა და ტექნოლოგიები;
• დინამიკური პროცესები უწყვეტ გარემოში;
• რადიონუკლიდებითა და საშიში ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიების კვლევა და მონიტორინგი.
მეცნიერული კვლევის ახალი შედეგებისა და იდეების ურთიერთგაცნობა სასარგებლო იქნება საქართველოში თანამედროვე მასალებზე და ტექნოლოგიებზე მომუშავე მეცნიერ-მკვლევარებისათვის.
პროექტის ნომერი: CF/72/11-811/15
დაწყება/დასრულების თარიღი: 2015
პროექტის მენეჯერი: გურამ ბოკუჩავა
 
 
„Si-Ge მონოკრისტალების შინაგანი ხახუნის სპექტრებისა და მიკროსისალის თავისებურებანი“
 
ნაშრომის მიზანია  საწყისი, თერმულად მომწვარი და γ-სხივებით დასხივებული  Si-Ge შენადნობების მასიური კრისტალების კომპლექსური კვლევა და ელექტროფიზიკური მახასიათებლების, რელაქსაციური და ჰისტერეზისული შინაგანი ხახუნის სპექტრების, დინამიური და სტატიკური მიკროსისალისა და მექანიკური მოდულების ცვლილებათა კანონზომიერების დადგენა.
პროექტის ნომერი: # 217562
დაწყება/დასრულების თარიღი: 2016 –2019
პროექტის მენეჯერი: გიორგი დარსაველიძე
 
 
„ნახევარგამტარული იონიმპლანტაციური ნეიტრონების დეტექტორი ბირთვული უსაფრთხოებისათვის“
 
პროექტის მიზანია ნახევარგამტარული p-n გადასასვლელიანი ნეიტრონების ნაკადის ანალოგური მიკროპროცესორული გაზომვებით უზრუნველყოფილი ორიგინალური მაღალი ეფექტურობის ნანოსენსორის  შექმნა. სენსორში აქცეპტორული გამტარობის ინვერსიული р - ფენა ერთდროულად ნეიტრონების კონვერტერია.  ნეიტრონების კონვერტერის შექმნა n- ტიპის მონოკრისტალური სილიციუმის მაღალფლუენსიანი ბორის იონების დასხივებით ხორციელდება.
პროექტის ნომერი: # 216902
დაწყება/დასრულების თარიღი: 2016 –2018
პროექტის მენეჯერი: გიორგი არჩუაძე
 
 
“პოლიმერიზაციის და სხვადასხვა დანამატების ზეგავლენა Hg-1223 ზეგამტარულ თვისებებზე”
 
პროექტის მიზანია  პრეკურსორის ეფექტისა და სხვადასხვა დოპანტების გავლენის კვლევა HgBa2Ca2Cu3O8+δ მაღალტემპერატურული ზეგამტარის ელექტრულ და მაგნიტურ თვისებებზე, იმისათვის, რომ ვიპოვოთ ოპტიმალური პირობები Hg-1223 მასალებში კრიტიკული დენის სიმკვრივის გაზრდისა და ზეგამტარი ფაზის ფორმირების კინეტიკაზე.
პროექტის ნომერი: #217524
დაწყება/დასრულების თარიღი: 2016 –2018
პროექტის მენეჯერი: იოსებ მეცხვარიშვილი
 
 
„სუპერკონდენსატორები ნახშირბადის ნანოსტრუქტურებით დოპირებული პოლიმერული ელექტროდების ბაზაზე“.
 
ენერგეტიკული კრიზისი და გლობალური დათბობა არის უდიდესი გამოწვევა საზოგადოების წინაშე, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა  სუფთა, ეფექტური, იაფი და მდგრადი ენერგოშემნხაველი მოწყობილობების განვითარება. ენერგიის შემნახველი მოწყობილობები გამოიყენება ელექტრო მობილებში, პორტაბელურ ელექტრონიკასა და  სხვ. ასეთი ხელსაწყოების მუშაობა დიდწილად არის დამოკიდებული ქიმიურ კომპოზიციასა და ელექტროდის მასალების სტრუქრურაზე. გრაფენი/პოლიმერული ჰიბრიდ ნანოკომპოზიტებს ექცევა დიდი ყურადღება, როგორ ელექტროდის მასალებს ენერგიის შესანახად, ვინაიდან მათ გააჩნიათ შესანიშნავი მექანიკური, ელექტრული და ელქტროქიმიური თვისებები.   პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალი ელექტროდის მასალების შექმნა, რომლებსაც ექნებათ გაუმჯობესებული თვისებები  დენის მაღალი სიმკვრივეებზე, რისთვისაც ამ მასალებს უნდა ქონდეთ მაღალი ელექტროგამტარობა. 
პროექტის ნომერი: # AR-18-271
დაწყება/დასრულების თარიღი: 2018–2021
პროექტის მენეჯერი: ნათია ჯალაღონია

 

„ალუმინის ოქსიდის ფუძეზე ნახშირბადოვანი ნანოსტრუქტურებით დოპირებული მრავალფუნქციური კერამიკული კომპოზიციური მასალების მიღება და კვლევა“

წინამდებარე პროექტში შემოთავაზებულია ნახშირბადის ნანოსტრუქტურებით არმირებული ალუმინის ოქსიდის კერამიკის მიღების გამარტივებული ტექნოლოგია, რაც საშუალებას იძლევა ფხვნილოვანი კომპოზიტის - α-ალუმინის ოქსიდის სინთეზის პროცესშივე განხორციელდეს მისი ქიმიური მოდიფიცირება მადოპირებელი ნახშირბადოვანი სტრუქტურებით, რომლებიც მატრიცულ ნივთიერებასთან კაზმში დაკავშირებული იქნება C-O-AL ბმებით და  უზრუნველყოფს მათ ერთგვაროვან სივრცულ განაწილებას. ამ ტიპის ფხვნილების კონსოლიდაციის შედეგად მიღებულ კერამიკაში ნახშირბადოვანი ფრაგმენტები თანაბრად იქნება გადანაწილებული ალუმინის ოქსიდის მთელ მატრიცაში, რაც გაზრდის მასალების სიმტკიცეს ღუნვაზე და ბზარმედეგობაზე. 
პროექტის ნომერი: # YS-18-181
დაწყება/დასრულების თარიღი: 2018–2020
პროექტის მენეჯერი: თინათინ კუჭუხიძე.

"ინოვაციური კრიოსტატი მაღალტემპერატურული ზეგამტარების კვლევებისათვის"

პროექტის მიზანია მაღალტემპერატურული ზეგამტარების ტემპერატურის ფართო დიაპაზონში კვლევებისათვის, ინოვაციური, ეკოლოგიურად სუფთა,  მრავალფუნქციური, მონაცვლებად- მოდულებიანი საბაზო კრიოსტატის შექმნა. შექმნილ მაღალტემპერატურული ზეგამტარების საკვლევ ინოვაციურ კრიოსტატს უდიდესი მნიშვნელობა ექნება მტზ მასალების სრულყოფილად შესწავლისათვის, რაც მომხმარებლის ინტერესებისადმი მოქნილი მისადაგების და ანალოგიურ კრიოსტატებთან შედარებით უფრო დაბალ ფასთან ერთად, შექმნის მათი ფართო გამოყენების პერსპექტივას. 
პროექტის ნომერი: CARYS-19-1832
დაწყება/დასრულების თარიღი: 2020-2021
პროექტის მენეჯერი: გურამ დგებუაძე

"ახალი პოლიმერული კომპოზიტების ბაზაზე ელექტრომაგნიტური გამოსხივების მშთანთქმელი მასალების შექმნა, ელექტრონული მოწყობილობების, სადენების და კოაქსიალური კაბელების ელექტრომაგნიტური გამოსხივების მინიმიზაციისათვის"

პროექტის მიზანია ემგ-სგან დამცავ დანაფარებად ნახშირბადის ნანოსტრუქტურების (ნახშირბადის ნანომილები, გრაფენი, გრაფენის ოქსიდი, აღდგენილი გრაფენის ოქსიდი, ფულერენები და სხვ.) ბაზაზე მრავალფუნქციური პოლიმერული ნანოკომპოზიტების მიღება თითქმის იდეალური ელექტრომაგნიტური ტალღის შთანთქმის (>90%) უნარით 1-100 გჰ ზღვრებში, მაღალი თერმული გამტარობით (1-2 ვტ/მკ), სიმსუბუქით (0.1-0.2 გ/სმ3).
პროექტის საბოლოო მიზანია:
- ელექტრომაგნიტური გამოსხივების მშთანთქმელი პროგნოზირებადი პარამეტრების მქონე პოლიმერული კომპოზიტური დანაფარების შექმნა;
- მულტიდისციპლინარული, მჭიდრო საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბება, რაც მისცემს საშუალებას ახალგაზრდა მეცნიერებს გაცვალონ დაგროვილი ცოდნა და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
პროექტის ნომერი: CARYS-19-315
დაწყება/დასრულების თარიღი: 2020-2021
პროექტის მენეჯერი: ნათია ჯალაღონია

"გრაფენის სტრუქტურებით განმტკიცებული კომპოზიტი ზებგერითი კოსმოსური საფრენი აპარატების თერმული დაცვისთვის"

კვლევის მთავარი მიზანია ZrB2-SiC კერამიკული კომპოზიტის თვისებების გაუმჯობესება ინოვაციური მეთოდებით.

მიზნის მისაღწევად ზემოთ მოყვანილი პრობლემები გადასაჭრელი იქნება შემდეგი ინოვაციური მიდგომებით:
1.მიკრო და ნანო სტრუქტურების შექმნა და მათი შენარჩუნება ნაკეთობაში. ულტრაბგერის, პლანეტარული წისქვილის და გრანულატორის  გამოყენებით დამზადებული იქნება კომპოზიციური ფხვნილები ZrB2-ის და SiC-ის ბაზაზე კომპონენტების თანაბარი განაწილებით. დაფქვა ფხვნილების დამუშავების ეფექტური მეთოდია, რაც ზრდის გამკვრივების მამოძრავებელ ძალას. ეს უკანასკნელი განპირობებულია დაფქული ფხვნილების გაზრდილი ზედაპირის ფართობით და დაფქვით გამოწვეული დეფექტების არსებობით. სიახლე იქნება ულტრაბგერის, პლანეტარული ნანოწისქვილის და გრანულატორის გამოყენებით მრავალფაზიანი ნარევის მიღება სხვადასხვა ზომის თანაბრად განაწილებული ფაზებით და ინჰიბიტორებით, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს კერამიკის მიკროსტრუქტურის დახვეწას.
2. შემცხობი/დოპანტი დანამატების გამოყენება. შემცხობ დანამატებად გამოყენებული იქნება B4C და ნახშირბადი გრაფიტის, მურის და გრაფენის სტრუქტურების სახით. B4C-ის როლი ასევე იქნება ZrB2-ის მარცვლების ზედაპირზე არსებული ოქსიდური მინარევების მოშორება. ნახშირბადი (მურის სახით) პარალელურად განაპირობებს ბორის ოქსიდის მინარევების მოშორებას.
პროექტის ნომერი:FR-21-1603
დაწყება/დასრულების თარიღი: 2022-2025
პროექტის მენეჯერი: ზვიად მესტვირიშვილი

"მონოკრისტალური  n-SiGe  შენადნობების ელექტროფიზიკური და არადრეკადი თვისებების რადიაციით ინდუცირებული ცვლილებების თავისებურებანი "

პროექტში შინაგანი ხახუნის მეთოდებით პირველად იქნება შესწავლილი გერმანიუმისა და ფოსფორის სხვადასხვა შედგენილობის მონოკრისტალურ SiGe შენადნობებში ფორმირებული რადიაციული დეფექტების მოძრაობის აქტივაციური მახასიათებლები (აქტივაციის ენერგია, სიხშირის ფაქტორი); მალეგირებელი კომპონენტებისა (Ge, P) და რადიაციული დეფექტების გავლენით  მიკროპლასტიკური დეფორმაციის მახასიათებლების ცვლილებათა კანონზომიერებანი; გაანლიზებული იქნება კონფიგურაციული და კონცენტრაციული ცვლილებები დისლოკაციების ატმოსფეროებსა და რადიაციული დეფექტების სტრუქტურაში. გაანლიზებული იქნება მონოკრისტალური n-SiGe შენადნობების დეფექტების სტრუქტურის, ელექტროფიზიკური და მექანიკური თვისებების მართვისა და პროგნოზირების შესაძლებლობები. ყოველივე აღნიშნული ხელს შეუწყობს  მართვადი მახასიათებლების საბაზო მასალების მიღებასა და მათ ფუძეზე რადიაცია მედეგი მაღალეფექტური ნახევარგამტარული სტრუქტურებისა და ხელსაწყოების შექმნას.

პროექტის ნომერი:FR-22-328
დაწყება/დასრულების თარიღი: 2023-2026
პროექტის მენეჯერი: ია ყურაშვილი

“ბაზალტის ბოჭკოებით არმირებული კერამიკული კომპოზიციური მასალების მიღება და კვლევა”

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით ალუმინის ოქსიდის ფუძეზე ბაზალტით არმირებული მრავალფუნქციური კონკურენტუნარიანი კერამიკული კომპოზიციური მასალების მიღება გამარტივებული, ენერგოდამზოგი და შესაბამისად იაფი ტექნოლოგიური მეთოდების შემუშავებით. ბაზალტი კომპოზიციურ მასალაში მოქმედებს ანალოგიურად არაორგანული დოპანტებისა (SiO 2 , MgO, ZrO 2 , SiC და სხვ.), რომელთაც ის გარკვეული პროცენტული რაოდენობით შეიცავს და ამავე დროს ასრულებს ალუმინის ოქსიდის ინჰიბიტორის როლსაც, ახორციელებს რა მათ შემოგარსვას, რაც შესაძლებლობას იძლევა შემცირდეს შეცხობის ტემპერატურა და ამავე დროს დარტყმითი დეფორმაციის შემთხვევაში ასრულებს დემფერის როლს, რადგან დარტყმითი ტალღის გაბნევა წარმოებს სივრცულად თანაბრად განაწილებული ბაზალტის სტრუქტურებზე. ამრიგად, ბაზალტის ბოჭკოს გამოყენება მაარმირებელ კომპონენტად მისი თვისებების ფართო დიაპაზონიდან გამომდინარე საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალი თაობის მრავალფუნქციური დანიშნულების მაღალმოთხოვნადი კომპოზიციური მასალები ალუნდის კერამიკის ფუძეზე.

პროექტის ნომერი: # YS-23-2182
დაწყება/დასრულების თარიღი: 2023–2025
პროექტის მენეჯერი: თინათინ კუჭუხიძე.

ბეჭდვა